ახალი ამბები

ტყუილად აქ სიარულს ჯობია ძალღი გამოვასეირნო – გვარმია პროკურატურაში მივიდა

1 ნოემბერი, 2019 • 1684
ტყუილად აქ სიარულს ჯობია ძალღი გამოვასეირნო – გვარმია პროკურატურაში მივიდა

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში, სადაც ახალი ბრალი უნდა წარუდგინონ, ძაღლთან ერთად მივიდა.

პროკურატურაში შესვლამდე გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძაღლის გასასეირნებლად დრო არ აქვს და პროკურატურაში ტყულად სიარულს გადაწყვიტა, ძაღლი მაინც გაასაირნოს. რაც შეეხება ბრალის მესამედ წარდგენის საკითხს, ამას გვარამია თავის საქმიანობას უკავშირებს.

“გადავწყვიტე, ტყუილად აქ სიარულს ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და ამ ქვეყანაში მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. მას სულ უნდა [გვარამიას დაკავება], მაგრამ რაც გინდა, ეგ ყოველთვის არ გამოდის. შეიძლება წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო… ასეთი უცნაურია ხოლმე ცხოვრება”,-აცხადებს ნიკა გვარამია.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე დღეს, პირველ ნოემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთ ბრალს წაუყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი