”სალაყბო ბაღი” 2006 წელს თბილისის მერიამ საპატრიარქოს გადასცა მფლობელობაში, რომელმაც შემდეგში ის ანტისანიტარიის მიზეზით დახურა. ტერიტორიაზე ღამეს უსახლკაროები ათევდნენ.

საპატრიარქო უერთდება აქციის მონაწილეთა ინიციატივას, რომ ბაღი გაიხსნას და კვლავ რეკრიაციულ ზონად იქცეს. საპატრიარქო მოითხოვს, რომ მერიამ ბაღს დაცვა გამოუყოს, რომელიც მას დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. ღამის საათებში კი ბაღი კვლავ დაიკეტება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ოსტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ბაღს ისტორიული მნიშვნელობა აქვს:
”ამ ბაღს დიდი ტრადიცია აქვს – ეს იყო სამეფო სასახლის ბაღი. ის ყოველთვის ღია იყო საზოგადოებისათვის. ჩვენ გვინდა, რომ ბაღი კვლავ გაიღოს. კარგი იქნება თუ მერია გამოთქვამს სურვილს, ამ ტერიტორიას ჰყავდეს დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილის სისუფთავეს და სიმშვიდეს. ახლო-მახლო თითქმის არაა ადგილი, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ გასეირნება. ყველამ ვიცით ჩვენს ქალაქში გამწვანებული ზონის როგორი სიმციერეა. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მორალურ-ეთიკური უფლება, რომ რომელიმე ბაღი დაკეტილი იყოს.”

აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ “პარტიზანი მებაღეებიც”, რომლებიც შეუერთდნენ პროტესტს და განაცხადეს, რომ ქალაქში ბაღების დახურვა დაუშვებელია.