ახალი ამბები

დიღომში ძაღლები დახოცეს, დაწყებულია გამოძიება

1 ნოემბერი, 2019 • 1080
დიღომში ძაღლები დახოცეს, დაწყებულია გამოძიება

ფეისბუკზე ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ დიღომში მის მიერ მიკედლებული ძაღლები უცნობმა პირებმა მოკლეს. მისი თქმით, ცხოველები, სავარაუდოდ, ჩაცხრილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე ითვალისწინებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი