ახალი ამბები

როგორც ეკლესიის რიგითი შვილი, მხნეობას ვუსურვებ უწმინდესს — ბახტაძე

31 ოქტომბერი, 2019 • 1061
როგორც ეკლესიის რიგითი შვილი, მხნეობას ვუსურვებ უწმინდესს — ბახტაძე

„მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“, — ასე ეხმაურება დღეს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ. მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედაეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე. მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“, — წერს ბახტაძე ფეისბუკზე.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სტატუსშეჩერებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე ისაუბრა.

გაიგეთ მეტი:

მე მოვიყვანდი 2 მოწმეს ბრალდების დასამტკიცებლად – პეტრე ცაავა

მასალების გადაბეჭდვის წესი