ახალი ამბები

ვისურვებდი, სინოდზე განხილული საკითხები გარეთ არ გამოსულიყო – ნიკა მელია

31 ოქტომბერი, 2019 • 1054
ვისურვებდი, სინოდზე განხილული საკითხები გარეთ არ გამოსულიყო – ნიკა მელია

„მილიონობით ქართველთან ერთად, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სინოდზე განხილული საკითხები დარჩენილიყო სინოდის ფარგლებში და არ გამოსულიყო გარეთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სტატუსშეჩერებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე ისაუბრა.

სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრეს მთავარეპისკოპოსის სტატუსი შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. ეპისკოპოს საბა ინწკირველის თანახმად, რომელიც სინოდს ესწრებოდა, ეს ორივე დროებითი ღონისძიებაა.

მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ და „უსამართლო“ უწოდა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ილია მეორემ ერთპიროვნულად მიიღო.

ნახეთ ასევე:

ის განცხადება მეუფე პეტრემ სასჯელის მოსმენის შემდეგ გააკეთა — ეპისკოპოსი საბა

რა წერია სინოდის სხდომის ოქმში პეტრე ცაავასა და ეპისკოპოს იაკობზე

მასალების გადაბეჭდვის წესი