ახალი ამბები

ანონსი -18 აპრილი

18 აპრილი, 2015 • • 1395
ანონსი -18 აპრილი

10:15 იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს;

 

10:30 „კვირას“ პრესკლუბში კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც ჩართულია იური ვაზაგაშვილის აფეტქების საქმეში, პასუხს გასცემს ადვოკატ  სოსო ჯოგლიძის კითხვებს „ფ 1“ ტიპის ხელყუმბარას აფეთქებასთან დაკავშირებით;

 

11:00 არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს; 

 

11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მის.: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შარტავას ქ.7;


11:00 მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან;


11:00 კულტურის სამინისტროში, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და მუსიკოსი დავით ევგენიძე გაუძღვებიან.


13:00 დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დარბაზში( მისამართი: ქ. თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზირი 25) გაიმართება შეხვედრა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ ,,უკანონო ლეგალიზაციის შესახებ” საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. შეხვედრას ადვოკატებთან ზაზა ხატიაშვილი;


14:00 თბილისის მერი დავით ნარმანია „საბა გარდენში“ ნერგების ფესტივალს დაესწრება. მისამართი: ერისთავის 5 სავაჭრო ცენტრ „საბას“ ტერიტორია;




მასალების გადაბეჭდვის წესი