ახალი ამბები

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატი შეარჩია

31 ოქტომბერი, 2019 • 1283
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატი შეარჩია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის მიზნით ფარული კენჭისყრა ჩატარდა. კენჭისყრის ბიულეტენში შეყვანილი იყო 15 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 3 კანდიდატი:

  1. ლევან თევზაძე
  2. თამარ ოქროპირიძე
  3. ვასილ როინიშვილი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა  ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება უფლებამოსილების ვადა. სამი შერჩეული კანდიდატიდან ერთს უმაღლესი საბჭო გასახილველად პარლამენტს წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი