“გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, – ეს განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა გააკეთა სინოდის სხდომის დაწყებამდე.
როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიას საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, თუმცა ცალკეულმა მიტროპოლიტებმა ღიად გამოხატეს საკუთარი დადებითი პოზიცია ამ საკითხის მიმართ.
სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ ანტონს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მსჯელობას სინოდი ამ საკითხზე, რაზეც სასულიერო პირმა უპასუხა, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. როცა მიტროპოლიტს უშუალოდ მისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს, მან თქვა:
“გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”, – თქვა მიტროპოლიტმა.