ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

EUMM ღამით ატოცის სიახლოვეს პატრულირებაზე განმარტებას აკეთებს

31 ოქტომბერი, 2019 • 1170
EUMM ღამით ატოცის სიახლოვეს პატრულირებაზე განმარტებას აკეთებს

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ეხმაურება სოციალურ ქსელებში და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ატოცის სიახლოვეს ღამის საათებში მონიტორინგის განხორციელებაში უჩვეულო არაფერი ყოფილა.

“EUMM ახორციელდებდა რეგულარულ, დაგეგმილ პატრულირებას ატოცის სიახლოვეს 30 ოქტომბრის დილის საათებში. EUMM ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღე, ისე ღამის განმავლობაში და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების ყოფნა ადგილზე არ არის პასუხი რამე კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამაზე ზოგიერთი წყარო მიუთითებს. უფრო მეტიც, ეს წინასწარ დაგეგმილი ღონისძება იყო”, – ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

EUMM აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება “ბორდერიზაციის” დამატებით ღონისძიებებს და ღობეების განთავსებას ატოცის სიახლოვეს, რაც დამატებით ბარიერებს უქმნის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილებას. მისია ამბობს, რომ ბოლო პერიოდთან შედარებით უსაფრთხოების სიტუაციის რამე შესამჩნევი ცვლილება ადმინისტრაციული ხაზის ატოცის მონაკვეთზე არ შეინიშნება.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ატოცის მიმართულებით ღამის ორ საათზე შევიდნენ და გამთენიისას გამობრუნდნენ, თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი