ახალი ამბებისამართალი

დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც პირს საზღვრის კვეთის საშუალება უკანონოდ მისცა – საგამოძიებო სამსახური

31 ოქტომბერი, 2019 • 7263
დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც პირს საზღვრის კვეთის საშუალება უკანონოდ მისცა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს 3 პირი, მათ შორის ერთი პოლიციელია.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ უკანონო ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 ათასი აშშ დოლარი, რის შემდეგაც პატრულ-ინსპექტორმა მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება უკანონოდ მისცა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი