სამ თვეში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ქვეითი

2019 წლის ივლისიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ავტოავარიის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა და 2176 დაშავდა.

ავტოავარიის შედეგად დაღუპულთაგან 14 ქვეითი იყო.

სამი თვის განმავლობაში საქართველოში 11 349 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათგან 1 544 შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსით დაიწყო.

ყველაზე მეტი, 6225 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 816 შემთხვევა; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 105 შემთხვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება  – 81 შემთხვევა; დისტანციის დაუცველობა – 78 შემთხვევა; ქვეითების გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 56 შემთხვევა; მოხვევის მანევრი – 49 შემთხვევა;  მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 34 შემთხვევა.

_________

მთავარ ფოტოზე: ავარია ფოთთან, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფოტო არქივიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი