ახალი ამბები

ერთადერთი ქარხანა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არის ბოტების და ტროლების ქარხანა – ხაზარაძე

29 ოქტომბერი, 2019 • 1650
ერთადერთი ქარხანა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არის ბოტების და ტროლების ქარხანა – ხაზარაძე

მოძრაობა ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, “ერთადერთი ქარხანა, რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ შექმნა, არის ბოტების და ტროლების ქარხანა, რომელიც წარმატებით მუშაობს და რუსული ნარატივით ჩვენი და ჩვენი შვილების ტვინების რეცხვით არის დაკავებული”.

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაანონსება “წინასაარჩევნოდ ბევრჯერ ნანახი ხრიკია”.

“მე გარანტიას გაძლევთ, რომ მსგავსი პროექტი ბიზნესურად დამთავრდება კრახით”, – განაცხადა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მამუკა ხაზარაძეს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს განვითარების პროექტისადმი ფინანსური ინტერესი არ აქვს.

ხაზარაძის შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილის განცხადება წყალტუბოს განვითარების შესახებ “არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი”.

ამ თემაზე:

“კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი განცხადება” – ხაზარაძე ივანიშვილის წყალტუბოს ინიციატივაზე

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი