“გამოძიება დაწყებულია პანკისის ხეობაში ამ მიმართულებით, თუ ვინ დგას ამის უკან, თუ ვინ მოუწოდებს ახალგაზრდებს იქ წასასვლელად და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისთვის,”– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის განცხადებით, იყო შემთხვევები, როდესაც ახალგარზდების სირიაში წასვლა აღკვეთეს, თუმცა ეს ფაქტი არ გაშუქებულა:
“იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შევაჩერეთ, არ გავუშვით ეს ახალგაზრდები, თუმცა ამაზე არავის არაფერი არ უთქვამს და არ დაფიქსირებულა ეს ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდა არ გავუშვით. დროული აღმოჩენა მოხდა და პრევენცია გავაკეთეთ. თუმცა ეს შემთხვევა მოხდა და მე კიდევ ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ამოწმებდნენ ამ ბავშვს, შეცდომა დაუშვეს. მაშინაც ვთქვი. გენერალური ინსპექცია მოიკვლევს და ის მიიღებს ადმინისტრაციულ სასჯელს შსს–ს შიდა დებულებით,”– თქვა მინისტრმა.
პანკისიდან სირიაში გადასვლის უკანასკნელი შემთხვევა 2 აპრილს დაფიქსირდა: 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და, როგორც მათი ახლობლები ვარაუდობენ, ისინი სირიაში საომრად გაემგზავრნენ.
შს მინისტრის განცხადებით, სირიაში ახაlლგაზრდების საომრად წასვლა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და პროცენტულად უფერო მეტი ადამიანი გაედინება სხვა, განვითარებული ქვეყნებიდან, ვიდრე საქართველოდან.
სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.





