ახალი ამბები

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

29 ოქტომბერი, 2019 • 1150
მამის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შვილს, რომელმაც მამა მოკლა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 23 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. 2019 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი