ახალი ამბები

თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

29 ოქტომბერი, 2019 • 1093
თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, ორივე დაშავებული ამ ეტაპზე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი