ახალი ამბები

ბოძაშვილი: დიდი ალბათობაა, ბევრი არასასურველი ინფორმაცია აიტვირთოს საჯაროდ

28 ოქტომბერი, 2019 • 1683
ბოძაშვილი: დიდი ალბათობაა, ბევრი არასასურველი ინფორმაცია აიტვირთოს საჯაროდ

მოძრაობა “ლელოს” წევრის, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, დღევანდელი კიბერ შეტევების მასშტაბურობა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კიბერდაცვის სისტემები არ არსებობს.

“დაუცველია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სახეზეა სასამართლოებში მონაცემთა ბაზებიდან პერსონალური მონაცემების მასიური გაჟონვის საფრთხე, მათ შორის საიდუმლო საქმეები, აღარაფერს ვამბობ საქმის წარმოების ელექტრონული სისტემების მდგრადობაზე. “თიბისის” შარშანდელი საქმე დღემდე გაუხსნელია, მიუხედავად ყველა მტკიცებულების არსებობისა. ამ ყველაფერზე წლებია ვსაუბრობთ ამ სფეროს მცოდნე ადამიანები, მაგრამ ვის აინტერესებს. დიდი ალბათობაა იმის, რომ ბევრი არასასურველი ინფორმაცია მომდევნო პერიოდში გახდეს/აიტვირთოს საჯაროდ”, – წერს ბოძაშვილი სოციალურ ქსელში.

დილიდან კიბერშეტევის გამო “პროსერვისზე” მიბმული ათასობით ვებსაიტი გაითიშა, მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების და სხვა ადმინისტრაციული ვებგვერდები. ამ დროისთის [16:00] ვებსაიტების ნაწილზე წვდომა აღდგენილია.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი