ახალი ამბები

დევნილ ოჯახებს, რომლებსაც იპოთეკური სესხი აქვთ, სახელმწიფო მაქსიმუმ 20 ათას ლარს დაუფარავს

15 აპრილი, 2015 • 1196
დევნილ ოჯახებს, რომლებსაც იპოთეკური სესხი აქვთ, სახელმწიფო მაქსიმუმ 20 ათას ლარს დაუფარავს

 

სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური სესხის დაფარვისათვის  ფულადი დახმარების  მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. 

 

დევნილი ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შესაბამისი სოციალური კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს.

 

ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, ანუ იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

 

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

 

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადება უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16

ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87

ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

რუსთავი, ვახუშტის ქ. N8

 გორი, შმაგის ქ. N1  

მასალების გადაბეჭდვის წესი