ნეტგაზეთი | “ტელეგრაფის” ნუსხაში გერგეტის სამება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ეკლესიებს შორის მოხვდა “ტელეგრაფის” ნუსხაში გერგეტის სამება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ეკლესიებს შორის მოხვდა – Netgazeti
RU | GE  

“ტელეგრაფის” ნუსხაში გერგეტის სამება მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ეკლესიებს შორის მოხვდა

ბრიტანულმა გაზეთმა “ტელეგრაფმა” გერგეტის სამების ეკლესია ყველაზე ლამაზ ეკლესიებს შორის შეიტანა.

“ყაზბეგის მთის ძირში, მწვანესა და თეთრში ჩაფლული კავკასიის მთები გერგეტის სამებას დიდებულს ხდის. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”, – წერს ტელეგრაფი.

 

გერგეტის სამებასთან ერთად ჩამონათვალში მოხვდა ეკლესიები კოლუმბიიდან – ლას ლახას ეკლესია, ნორვეგიიდან -ბორგუნდის ტაძარი, ირანიდან – სომხეთის თემის ბეთლემის ეკლესია, ოტის ღვთისმშობლის სამლოცველო საფრანგეთში და რუმინეთიდან – ვისკრის ეკლესია.

გერგეტის სამება
გერგეტის სამება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი