ახალი ამბებირეკლამა

28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

28 ოქტომბერი, 2019 • 789
28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.  სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“  აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი