საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე იაკობის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რამდენიმე ეპისკოპოსმა სინოდის შეკრებისა და ამ თემაზე მსჯელობის სურვილი გამოთქვა.

“და თუ ისინი დააყენებენ ამ საკითხს, სინოდი იმსჯელებს”, – ამბობს ნეტგაზეთთან ჯაღმაიძე.

საქმე ეხება ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას, რა დროსაც მან თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას სთხოვდნენ პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

ამ განცხადებას მთავრობის მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება – გახარიამ მას სისულელე უწოდა, ვახტანგ გომელაურმა კი შეხვედრა უარყო. ამ განცხადებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. 

რაც შეეხება თავად ანდრია ჯაღმაიძის პოზიციას, მან თქვა, რომ პირადი შეფასებებისგან თავს შეიკავებს, ხოლო მოსაზრება, რომელიც ფეისბუკზე გაავრცელა, რომელიმე კონკტრეულ მღვდელთმთავარს არ ეხება.

“ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები( რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ ). ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს. ყველაფერი კარგად იქნება”, – დაწერა დეკანოზმა ფეისბუკზე.

https://www.facebook.com/ajagmaidze/posts/2493157857438583

ვრცლად ამ თემაზე:

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი