ახალი ამბები

“ეს არის სისულელე” – წულუკიანი ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებაზე

27 ოქტომბერი, 2019 • 1878
“ეს არის სისულელე” – წულუკიანი ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თა წულუკიანი ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ გუშინ, ტელეკომპანია “პირველთან” გაჟღერებულ ბრალდებებს სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ის უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას ჩრდილს მიაყენებს, პატრიარქს კი გულს ატკენს:

“ეს. რა თქმა უნდა, არის, არ მომერიდება ამ სიტყვის გამოყენებ და, სისულელე. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი რამ მეუფის, ვინც არ უნდა იყოს ის, მხრიდან მოვისმინეთ.

ამგვარი განცხადებები პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე გულს ატკენს პატრიარქს,” – უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი