ახალი ამბები

ადიგენის, ლაგოდეხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნებია

27 ოქტომბერი, 2019 • 869
ადიგენის, ლაგოდეხის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნებია

დღეს, 27 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

არჩევნები მაჟორიტარული წესით 7 უბანზე იმართება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროულად, 8:00 საათზე დაიწყო. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, 10 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება:

27 ოქტომბრის არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედია ორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი