დღეს, 29 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა.

საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარდება:

  • №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემში
  • №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

დღეს, ცესკოს დადგენილების  შესაბამისად, განისაზღვრა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.