ახალი ამბები

ტრანზაქცია არ განხორცილედა, შესაბამისად, “კონტი ჯგუფი” აქციონერად რჩება – კონსორციუმი

25 ოქტომბერი, 2019 • 1189
ტრანზაქცია არ განხორცილედა, შესაბამისად, “კონტი ჯგუფი” აქციონერად რჩება – კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ტრანზაქცია, რომლითაც პროექტიდან “კონტი ჯგუფი” (Conti International) უნდა გასულიყო, არ განხორციელდა, შესაბამისად, კომპანია აქციონერად რჩება.

ამასთან, როგორც კონსორციუმში აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ ამერიკულ კომპანიას პროექტიდან გასვლა სურს, ტრაზაქციის დასრულება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დამატებით განმარტებას აკეთებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ეხება “კონტი ჯგუფის” მონაწილეობას პროექტში.

კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი უნდა გასულიყო პროექტიდან, არ განხორციელდა, შესაბამისად, ის რჩება აქციონერად.

იმის მიუხედავად, რომ “კონტი ჯგუფი”  იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კონტი ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების”, – წერია განცხადებაში. 

BMG-მ გამოაქვეყნა “კონტი ჯგუფისგან” მიღებული წერილი, სადაც ამერიკული კომპანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის დატოვებას აპირებენ, თუმცა ჯერჯერობით, წილის გასხვისებამდე, პროექტში რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი