ახალი ამბები

კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ ადასტურებს – BMG

25 ოქტომბერი, 2019 • 1595
კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ ადასტურებს – BMG

BMG აქვეყნებს “კონტი ჯგუფისგან” (Conti International) მიღებულ წერილს, სადაც ამერიკული კომპანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის დატოვებას აპირებენ, თუმცა პროექტი ჯერ დატოვებული არ აქვთ.

როგორც წერილში წერია, კომპანიას ანაკლიის პროექტში საკუთარი წილის გაყიდვის გაადწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა ტრანზაქციას მთავრობისგან და კონსორციუმის სხვა წევრებისგან დადასტურება სჭირდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ოქტომბრის ბოლომდე, როდესაც ეს ტრანზაქცია უნდა დაიხუროს, ეს ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, “კონტი ჯგუფი” დათქმულ ვადაში პროექტს ვერ დატოვებს.

“მიუხედავად იმისა, რომ წილის გაყიდვა დროულად ვერ მოხერხდა, ჩვენი პოზიცია უცვლელია. “კონტი ჯგუფი” შეეცდება გაყიდოს საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვოს კონსორციუმი კონსტრუქციულად, რათა ხელი შეუწყოს ამ პროექტის წარმატებით დასრულებას”, – ნათქვამია წერილში.

დღეს, 25 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ კონტი ჯგუფმა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა და აქციონერად რჩება:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “კონტი ჯგუფმა” შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და, შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.”

ტრანზაქცია არ განხორცილედა, შესაბამისად, “კონტი ჯგუფი” აქციონერად რჩება – კონსორციუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი