ახალი ამბები

გიუნტერ გრასი გარდაიცვალა

13 აპრილი, 2015 • • 1752
გიუნტერ გრასი გარდაიცვალა

New york Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა ნოველისტი, კრიტიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი, რომელსაც გერმანიის სინდისს უწოდებდნენ.  2006 წელს მწერალმა მოულოდნელად აღიარა, რომ ნაცისტურ SS-თან თანამშრომლობდა, რამაც მთელი ევროპა შეაშფოთა.

 

გამომცემლობა Steidl Verlag-ის ცნობით, გრასი თავის მშობლიურ ქალაქ ლუბეკის კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

 

გამოცემის ცნობით, გიუნტერ გრასი იყო მწერალი, რომელიც მოუწოდებდა გერმანელებს, თვალი გაესწორებინათ თავიანთი წარსულის საზარელი ასპექტებისთვის.

 

The Guardian-ი წერს, რომ გიუნტერ გრასი დიდი ოსტატი იყო არტისტული ფორმის განვითარებაში – პოეზიიდან ტრაგედიამდე, ქანდაკებიდან გრაფიკულ არტამდე. განსაკუთრებული პოპულარობა 1959 წელს მოიპოვა, როდესაც გამოქვეყნა რომანი “თუნუქის დოლი”. სწორედ ამ რომანისთვის 40 წლის შემდეგ მას ნობელის პრემია ლიტრატურის დარგში მიენიჭა.

 

გამოცემა წერს, რომ გრასი, რომელიც გერმანიის ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანტის გამოსვლებისთვის ტექტს წერდა, ყოველთვის იყენებდა თავის ავტორიტეტს მშვიდობის წახალისებისთვის. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაერთიანებას, რასაც ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანექსიას ადარებდა. 

 

გიუნტერ გრასი 1927 წელს ქალაქ გდანსკში დაიბადა “საკმაოდ დაგვიანებით” იმისთვის, რომ თავი აერიდებინა ნაცისტურ მთავრობასთან თანაშმრომლობისთვის, როგორც მან დაწერა ავტობიოგრაფიულ რომანში “ნივრის გაფცქვნა”.

 

2006 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში მან აღიარა, რომ 1944 წელს, 16 წლის ასაკში SS-ში მსახურობდა, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

 

“მდუმარება ამ წლების შესახებ მამძიმებდა. სწორედ ამის გამო დავწერე ეს წიგნი, რომ საბოლოოდ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი,” – თქვა 78 წლის მწერალმა.

 

კრიტიკოსებმა გრასის ამ ნაბიჯს “მორალური თვითმკვლელობა” უწოდეს, თუმცა გრასის მომხრეები მას ამართლებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ წარსულის აღიარებით და ნაცისტური წარსულის კრიტიკით მწერალმა უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანიის სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე.

გიუნთერ გრასი (C)EPA/BORIS ROESSLER, 06.10.2006
გიუნთერ გრასი (C)EPA/BORIS ROESSLER, 06.10.2006

მასალების გადაბეჭდვის წესი