ახალი ამბები

დოლიძე მის გაწვევაზე: იუსტიციის საბჭოს წევრებს ასეთი უფლებამოსილება არ აქვთ

25 ოქტომბერი, 2019 • 1266
დოლიძე მის გაწვევაზე: იუსტიციის საბჭოს წევრებს ასეთი უფლებამოსილება არ აქვთ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრის გაწვევის უფლება არ აქვთ. აღნიშნული განცხადება დოლიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პრეზიდენტისთვის გასაგზავნი წინადადება წარადგინა, რომ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

გვრიტიშვილის ინიციატივას მხარი დაუწირა საბჭოს მოსამართლე წევრების უმრავლესობამ. გვრიტიშვილი ამბობდა, რომ უფლებამოსილება დოლიძეს პოლიტიკური საქმიანობის გამო უნდა შეუწყდეს:

“მოსახლეობას მოეხსენება ჩემი აქტიურიბა დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებთან მიმართებით. სხვა ბევრ ადამიანთან ერთად, მე მოვახერხე და ვამაყობ ამით, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე.

გასაგებია, რომ “ქართული ოცნება” შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით. ასევე, განსაკუთრებით შეწუხებულია “ქართული ოცნების” ინტერესების შემსრულებელი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა. ის იმდენად შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურიბით, მათ შორის ჩემი სახით, რომ დღეს გადაწყვიტეს მიეღოთ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება”, – ამბობს დოლიძე.

მისი თქმით, აღნიშნული წარდგინება უკანონოა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მსგავსი უფლებამოსილება არ აქვთ:

“მას შემდეგ, რაც მივუთითე, რომ ასეთი უფლება იუსტიციის საბჭოს არცერთი კანონით არ აქვს, მათ მორიგ ჯერზე უკან დაიხიეს. ამავე დროს, ძალიან ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი გაარჩიოს საზოგაოდებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმიანობა. კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის “არ შეიძლება ოყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში”, – ამბობს დილიძე.

როგორც არამოსამართლე წევრი აცხადებს, 2004 წლიდან აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, რაც მისი სამოქალაქო ვალდებულებაა:

“2004 წლიდან ბოლო წლების ჩათვლით მე ნამდვილად. საზოგადოერივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შეაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასა ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ. მით უმეტეს, როდესაც ამ იუსტიციის საბჭომ აქტიურ პოლტიკურ საქმიანობაში შეიყვანა მოსამართლეები, როდესაც მათ პირდაპირ ეკრძალებათ ეს ეთიკითა და კანონით”, – ამბობს დოლიძე.

საბჭოს მოსამართლე წევრების აღნიშნულ გადაწყვეტილებას დოლიძე მის მიმართ პოლიტიურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს საკითხი სალომე ზურაბიშვილისთვისაც ლაკმუსის ტესტი იქნება:

“მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური დევნაა, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს” ,- ამბობს დოლიძე.

იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, ანა დოლიძე გაიწვიოს

მასალების გადაბეჭდვის წესი