ახალი ამბები

“საინტერესოა და დაფიქრებად ღირს” – ელისაშვილი საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებაზე

25 ოქტომბერი, 2019 • 1409
“საინტერესოა და დაფიქრებად ღირს” – ელისაშვილი საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებაზე

ალეკო ელისაშვილი საინტერესო ინიციატივად აფასებს “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარ ლუკ კოფის მოსაზრებას სირიის დატოვების შემდეგ ამერიკული ჯარები საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი ანალიტიკოსის აზრია.

ელისაშვილის თქმით, როცა მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არის განთვსებული აფხაზეთსა და ცხინვალში, მსგავსი წინადადებები საინტერესოა და დაფიქრებად ღირს:

“მე რაც ვნახე, ეს მხოლოდ ერთი ანალიტიკოსის აზრია და არა, ვთქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტის ან თეთრი სახლის. თავისთავად, მსჯელობა ღირს. სიმართლე გითხრათ, ასე ხელაღებით, პირველი, რასაც გული მეუბნება, არცერთი ახალი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ მინდა ჩემს ქვეყანაში.

მაგრამ იმ ვითარებაში, რომ სინამდვილეში არის უცხო და თან მტრული ქვეყნის ბაზები საქართველოში და ჩვენს სტაბილურობას არღვევს ეს ბაზები, ცხინვალში იქნება თუ აფხაზეთში, ამიტომ შეიძლება ამაზე ფიქრი და მსჯელობა, რათა მაქსიმალური სარგებელი გამოდნეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, საინტერესოა და დაფიქრებად ღირს”, – ამბობს ელისაშვილი.

ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაწერა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობის შესახებ.

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი