ახალი ამბები

პრობლემა ეძებეთ იქ, სადაც ის არის – ხაზარაძე “პროგრეს ბანკზე”

25 ოქტომბერი, 2019 • 944
პრობლემა ეძებეთ იქ, სადაც ის არის – ხაზარაძე “პროგრეს ბანკზე”

მამუკა ხაზარაძე “პროგრეს ბანკზე” საუბრისას ამბობს, რომ “პრობლემა იქ უნდა ეძებოთ, სადაც ეს პრობლემა არის”.

“პრობლემა არის ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და პრობლემა არის პროკურატურაში. ნუ გადაგაქვთ ისრები. თუ მეკითხებით “პროგრეს ბანკზე”, კიდევ გავიმეორებ – ყველა ოპერაცია საქართველოში 30 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება მონიტორინგს.

ჩვენ ვლაპარაკობთ ბანკზე, რომლის პარტნიორი იყო რუსეთში ფულის გათეთრებაზე ორჯერ შემჩნეული ბატონი ილია გავრილოვი და მისი პარტნიორები საქართველოში, იქ ეძებეთ პრობლემა”,- თქვან მან.

ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტ კომენტარს ახლა არ გააკეთებს და უფრო ვრცლად თემაზე დღეს, 14 საათზე სასამართლოს წინ ისაუბრებს.

ამ განცხადებით მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარს ეხმაურება.

ბუცხრიკიძე IPN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “დელოიტის” მიერ, რომელიც “არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას”.

მამუკა ხაზარაძის ბრალდების მიხედვით, “პროგრეს ბანკი”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილი იყო, ფულის გათეთრებაში იყო შემჩნეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი