ახალი ამბები

 პარტია “ლელო” 12 დეკემბერს დაფუძნდება

25 ოქტომბერი, 2019 • 2513
 პარტია “ლელო” 12 დეკემბერს დაფუძნდება

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია “ლელო” 12 დეკემბერს დაფუძნდება, მისი სათავო ოფისი კი რკინიგზის სადგურთან, “თბილისი ცენტრალში” განთავსდება, “სადაც ყველა გზა მოდის”. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა.

ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ პარტიაში რეგისტრაცია ღია იქნება და თავად შეხვდება ახალ წევრებს.

ასევე, ხაზარაძემ დღეს წარადგინა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ახალი 12 წევრი.

ესენია:

  1. ლევან ასლანიშვილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი;
  2. ანი ბიბილაშვილი – არქიტექტორი;
  3. კახა ჯუღელი – ბიზნესმენი;
  4. ნინო შათირიშვილი – ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი;
  5. თამაზ სეფიაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი;
  6. ხათუნა ბერიშვილი – ლობჟანიძე – დიასახლისი;
  7. ბექა ყულოშვილი – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი;
  8. გიორგი მკტრიჩიანი – კომუნიკაციების სპეციალისტი;
  9. დათო მესხი – ბუღალტერი;
  10. დავით დარბაიძე – ინჟინერ-მექანიკოსი;
  11. ნატალია დევდარიანი – უცხო ენების სპეციალისტი;
  12. თათია ჯიმშიტაშვილი – სამართალმცოდნე.

მასალების გადაბეჭდვის წესი