ახალი ამბებისაზოგადოება

რუდი ანაკლიაზე: მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით

24 ოქტომბერი, 2019 • 1461
რუდი ანაკლიაზე: მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიცია არ შეუცვლია.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არის უცვლელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი ეს პროექტი დასრულდება და განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რა მოხდება, თუკი ანაკლიის პროექტი ჩავარდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მიმდინარე კვირას. 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა. კონსორციუმი მთავრობას პროექტის საბოტაჟში ადანაშაულებდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებს.

ანაკლიის პორტი – მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი