ახალი ამბები

გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეუზღუდოს, თუ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს – სხირტლაძე

24 ოქტომბერი, 2019 • 1507
გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეუზღუდოს, თუ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს – სხირტლაძე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, ნუგზარ სხირტლაძის თქმით, მორალი არ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი, მაგრამ კანონში ჩანაწერი “თუ ზიანს აყენებს სხვა პირებს”, შეიძლება მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტოს.

“თქვენ ჩათვლიდით, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეუზღუდოს, თუკი ეს სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს?” – ჰკითხა სხირტლაძეს კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.

“დიახ. ყოველ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რელიგიური გრძნობების დაცვის მიზნით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებითაც ცნობილია, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარგადასულია, მაგალითად, საქმეში “პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ”. თუ არის რელიგიის კონსტრუქციული კრიტიკა, როგორც საქმეში “ტატლავი თურქეთი წინააღმდეგ”, ასეთ შემთხვევაში დარღვევა არ ფიქსირდება”, – განაცხადა სხირტლაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი