9 9აპრილს გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები 4:1 დაამარცხა.
მანამდე კი ოთხი თამაში ჩაატარა, რომელიც ზედიზედ წააგო. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩები, რომლებიც ყინულის საერთაშორისო ფედერაციის (International Ice Hockey Federation – IIHF) ორგანიზებით იმართება, თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარეობს და 12 აპრილს დასრულდება.
პირველი თამაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 აპრილს ლუქსემბურგთან გამართა და ანგარიშით 15:3 დამარცხდა. 4 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ 12:4 სძლია, 13:1 წააგო 6 აპრილს თურქეთთან, 7 აპრილს კი 11:3 – ჰონგ-კონგთან.
მომდევნო, ტურნირის ბოლო თამაში არაბეთის გაერთიანებული საამირობის ნაკრებთან 12 აპრილს არის დაგეგმილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ 13 აპრილს დაბრუნდება.