ახალი ამბები

“შევიწროებისგან თავდაცვის მექანიზმი გამართულად მუშაობს” – ჩუგოშვილი პროკურორის პოსტზე

23 ოქტომბერი, 2019 •
“შევიწროებისგან თავდაცვის მექანიზმი გამართულად მუშაობს”  – ჩუგოშვილი პროკურორის პოსტზე

საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი ყოფილი პროკურორის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც სალომე ადეიშვილი უწყებას ნეპოტიზმში, სექსუალურ შევიწროებაში, შერჩევით სამართალში, უკანონი დავალებებსა და შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშულებს, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს შევიწროებისგან თავდაცვის მექანიზმი და ის გამართულად მუშაობს:

“საუბარი არის იმაზე, რომ ის განიცდიდა შევიწროებას, ჰქონდა შევიწროების განცდა. მე გეუბნებით, რომ ქვეყანაში შევიწროებისგან თავდაცვის მექანიზმები არსებობს, ეს მექანიზმები არის გამართული და მუშაობს კარგად. ამიტომ ასეთი მექანიზმების გამოყენება ადამიანს, რომელსაც ასეთი ტიპის პრობლემები აქვს – შეუძლია სრულიად თავისუფლად.

თუ ეს არის ერთი ადამიანის პრობლემა, ან ერთი ადამიანის გარშემო განვითარებული პროცესები, მან უნდა მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს. თუ არის სისტემურ თემებზე საუბარი, მაშინ პარლამენტსაც შეიძლება გარკვეული როლი ჰქონდეს”, – ამბობს ჩუგოშვილი.

ზეწოლა, სექსუალური შევიწროება და შრომითი ექსპლუატაცია პროკურატურაში – ექსპროკურორის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი