ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი დააკავა

9 აპრილი, 2015 •
საგამოძიებო სამსახურმა სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომელმა დავით ქალიაშვილმა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე წიწვოვანი ჯიშის ნარგავის უკანონოდ ამოთხრისა და მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გარკვეული თანხა გამოართვა.

გამოძიება აცხადებს, რომ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლოზ ვეკუამ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კანონიერი სახის მიცემის მიზნით გასცა ყალბი დოკუმენტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით რაც ითვალისწინებს თავლისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხა წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი