ახალი ამბები

“კვალიფიციური და კეთილსინდისიერი” – ასე ახასიათებს მოსამართლე სილაგაძე მურუსიძეს

23 ოქტომბერი, 2019 • 913
“კვალიფიციური და კეთილსინდისიერი” – ასე ახასიათებს მოსამართლე სილაგაძე მურუსიძეს

“კვალიფიციური და კეთილსინდისიერი”, – ასე ახასიათებს მოსამართლე პაატა სილაგაძე ლევან მურუსიძეს.

მან ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. მურუსიძეზე კითხვა სილაგაძეს დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა დაუსვა.

“ლევანი არის ჩემი კოლეგა, მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან ის არის დადებითი ადამიანი, როგორც კვალიფიცური იურისტი და როგორც კეთილსინდისიერი ადამაიანი”, – განაცხადა სილაგაძემ.

არის თუ არა მურისიძე სასამართლოს ლიდერი? – ჰკითხა მას გოგორიშვილმა:

“ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამას თუ გულისხმობთ, ლიდერია”, – ამბობს სილაგაძე.

მთავარი ფოტო © 1TV

მასალების გადაბეჭდვის წესი