ახალი ამბები

პრემიერი: დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე შს მინისტრი და პროკურატურა მუშაობს

8 აპრილი, 2015 •
პრემიერი: დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე შს მინისტრი და პროკურატურა მუშაობს

მისივე განმარტებით, დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე – შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

“თქვენ თუ იმას ფიქრობთ, რომ მე ვარ მთავარი პროკურორიც და, ასე ვთქვათ, მე დავაკავე ეს სპეცრაზმელები, ძალიან დიდი შეუსაბამობაა და არ არის ეს სიმართლე. მე აქვე კიდევ ერთხელ ღიად ვაფიქსირებ, რომ, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებულ უკანონო დავალებაზე. ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ეს, გასცემდა, როგორც წესი, ან პრეზიდენტი, ან მინისტრი. რა თქმა უნდა, მათით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

2006 წელს ჩატარებული “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე პროკურატურის მიერ 2015 წლის თებერვალში დაკავებული 11 პირიდან 6 ყოფილი სპეცრაზმელია და მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი). სასამართლომ 4 თებერვალს ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

განცხადება იმის შესახებ, რომ უკანონო დავალების შესრულებისთვის უნდა დაისაჯოს არა სპეცრაზმელი, არამედ უკანონო დავალების გამცემი, პრემიერმა გასულ თვეშიც გააკეთა

მასალების გადაბეჭდვის წესი