ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დაშლა შემაშფოთებელია – დუნია მიატოვიჩი

22 ოქტომბერი, 2019 • 1054
აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დაშლა შემაშფოთებელია – დუნია მიატოვიჩი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი აზერბაიჯანში ფემიციდის წინააღმდეგ აქციის დარბევას ეხმაურება და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

“საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეოკადრები ღრმად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ პროტესტის მიზანს, რომელიც ფემიციდის შეჩერებასა და ევროპული საბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით მოთხოვნას ეძღვნებოდა.

ვგმობ არაპროპორციული ძალის გამოყენებას სამართლებრივი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ და მოვუწოდებ ხელისუფლებას ეფექტური გამოძიებისკენ სასტიკი დარბევის ფაქტებზე”, – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.

20 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა აქცია, სახელწოდებით “არ მოითმინო, გამოდი!” გამართა. იმის გამო, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ ქალებს კვირადღეს “მოქალაქეების დასვენებისთვის ხელის შეშლის” მოტივით აქციის გამართვის უფლება არ მისცა, აქცია არასანქცირებული იყო. შესაბამისად, პლაკატების გაშლის შემდეგ პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი