ახალი ამბები

საჩხერის გამგეობის ცნობით, პოლიციის უფროსი შენობისთვის იარაღის სროლას უარჰყოფს

8 აპრილი, 2015 • • 1035
საჩხერის გამგეობის ცნობით, პოლიციის უფროსი შენობისთვის იარაღის სროლას უარჰყოფს

“ნეტგაზეთი” საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა ინფორმაციისთვის, სადაც განგვიცხადეს, რომ რეზო კობახიძე დაინტერესებულ ჟურნალისტებს იწვევს, თავად ნახონ, რომ პოლიციის შენობას ნატყვიარები არ აქვს.

 

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ უწყების გენერალური ინსპექცია ფაქტის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

 

დღეს “ქუთაისი თუდეიმ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჩხერის რაიონის პოლიციის უფროსმა პოლიციის შენობა გუშინ იარაღით დაცხრილა.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი