ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიმ კარდაშიანს დღეს სომხეთში ელოდებიან

8 აპრილი, 2015 •
კიმ კარდაშიანს დღეს სომხეთში ელოდებიან

მისი ერევანში ვიზიტის მიზანი დასვენება და შოუ Keeping Up With the Kardashians-ის მორიგ სერიებზე მუშაობაა. მსახიობი ასევე გეგმავს გაეცნოს სომხეთის საარქივო მასალებს მის წინაპრებზე, რომლებიც იძულებული გახდნენ პრველი მსოფლიო ომის დროს ერზერუმი დაეტოვებინათ. შესაძლო ოფიციალურ შეხვედრებზე ინფორმაცია ჯერ არ არსებობს და არც მისი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. 

 

შოუს “მთავარი გმირის” ჩამოსვლამდე ერევანში უკვე ჩამოვიდა შოუს გადამღები ჯგუფი, რომლის წევრებიც რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო მარიოტში დასახლდნენ.

 

სერიალის რეჟისორებს, ოპერატორებსა და პროდიუსერებს ერევნის საერთაშორისო აეროპორტში პურითა და მარილით დახვდნენ. 

 

მაშინ, როდესაც სომეხი ერი ოსმალეთის იმეპრიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლს იხსენებს, კარდაშიანის ოჯახის ისტორიულ სამშობლოში ვიზიტის შესახებ სომხეთის მედია აქტიურად წერს.

 

 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
  
  

მასალების გადაბეჭდვის წესი