როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, სხდომა შესაძლოა ნახევრად დახურულ რეჟიმში წარიმართოს:
“მინისტრი გააკეთებს მოხსენებას. თუ დეპუტატებს გაუჩნდებათ ისეთი კითხვები, რომელიც განეკუთვნება საიდუმლოებას, მაგალითად, არსებულ საფრთხეებს, გამოწვევბს, ჩვენს სტრატეგიას, სამოქმედო გეგმებს, ამაზე, რა თქმა უნდა, ღიად ვერ ვისაუბრებთ, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავხურავთ,”– განაცხადა სესიაშვილმა “რუსთავი 2–ის” ეთერში.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა და საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა ამავე ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ მინისტრს კითხვებს საჰაერო თავდაცვის შესძლებლობების გაზრდაზე, “კაბელების საქმეზე” და თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკაზეც დაუსვამენ.








