ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს

22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი აუდიტორულ და საკონსულტაცია კომპანია ლოიალტესთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

შეთანხმება ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის ლოიალტეს მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს. ამ ნაბიჯით ალდაგი აგრძელებს კლიენტი მცირე და საშუალო კომპანიების (SME) მხარდაჭერას და მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მოძიებას, რათა კომპანიებმა შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურების შეღავათიან ფასად მიღება.

ლოიალტე ალდაგის კლიენტ კომპანიებს შესთავაზებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, ჰილტონ ბათუმში, შედგება საინფორმაციო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იქნება მიმდინარე ცვლილებებზე, კერძოდ, დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებასა და შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი