ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიიდან მთიან ყარაბაღში [ფოტო]

8 აპრილი, 2015 •
სირიიდან მთიან ყარაბაღში [ფოტო]

სირიაში ომის გამო კარომ სირიის ქალაქი ელ-კამიშლი დატოვა და ახლა ყარაბაღში, სოფელ კაშატახში ცხოვრობს. თავიდან სტეპანაკერტში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ეს ადგილი ელ კამიშლის აგონებს. სირიაში დაბრუნება აღარ უნდა. მისი ოჯახი შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა, თავად არ გაჰყოლია.

 

“ზოგჯერ ყარაბაღელების მშურს. მათ შეუძლიათ წინაპრებისა და ახლობლების საფლავებზე გავიდნენ. მე ისიც კი არ ვიცი, სად არის ჩემების საფლავები”, – ამბობს კარო.

 

მისი ოჯახი სირიაში ემიგრანტის სტატუსით სომეხთა გენოციდის პერიოდში წავიდა.

 

“როდესაც აქ გადმოვედი, პირველი ხანი ჩემს ტოიოტაში მეძინა. 6 თვე მანქანაში ვცხოვრობდი. მაგრამ ახლა ჩემს ახალ სახლში სტუმრების ოთახიც მაქვს. მშენებლობისთვის მასალებს ერევანში ვყიდულობ, ფულს ხორბლის გაყიდვით ვშოულობ. მიწის ბევრი ჰექტარი მაქვს. კლიმატი აქ ძალიან სახარბიელოა. გინახავთ ყარაბაღში სადმე ლიმონი და ბარდა? მხოლოდ მე მომყავს”, – ამბობს კარო. 

 

 

დევნილი სირიიდან კარო; ფოტო: მარუტ ვანიანი
დევნილი სირიიდან კარო; ფოტო: მარუტ ვანიანი

 

კაროს ახალი სახლი
კაროს ახალი სახლი

 

 

 

ტურისტებს აჩვენებს, როგორ მუშაობს დანადგარი

 

 

 

 

 

მირეი სირიულ-სომხური ოჯახიდანაა. 5 წელია ყარაბაღში ცხოვრობენ. ოჯახში არაბულად საუბრობენ. ოჯახში ერთადერთია, რომელმაც სომხური ენა იცის. სომხური ადგილობრივ სკოლაში ისწავლა.

 

“როდესაც სტუმრები მოდიან, თარჯიმანი მე ვარ”, – ამბობს მირეი.

 

ფიქრობს, რომ ყარაბაღში ცხოვრება ცუდი არ არის, მაგრამ თუ სირიაში ომი დასრულდება, აუცილებლად დაბრუნდება.



ყარაბაღი, სოფელი, სადაც სირიიდან დევნილები ცხოვრობენ



 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი