ახალი ამბები

EUMM აკვირდება ატოცში მიმდინარე მოვლენებს

20 ოქტომბერი, 2019 • 1161
EUMM აკვირდება ატოცში მიმდინარე მოვლენებს

Ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება ატოცში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ამ ეტაპზე  რაიმე შეფასებისგან თავს იკავებს. 

Ატოცში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელია და ე.წ ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარეობს, რუსი სამხდეროები გუშინ, 19 ოქტომბერს გამოჩნდნენ. 

Როგორც EUMM-ში “ნეტგაზეთს” 20 ოქტომბერს განუცხადეს, მისია აგრძლებს სიტუაციაზე დაკვირვებას ატოცში და  დამკვირვებლები დღესაც ადგილზე არიან. Მისიის ცნობით, ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით19 ოქტომბერს  გააქტიურდა ცხელი ხაზი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს”  20 ოქტომბერს განუცხადეს, რომ ატოცში დღეს უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად ახორციელებენ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. 

19 ოქტომბერს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ “ვითარება კონტროლს ექვემდებარება”: 

“ერთი თვის წინ ე.წ ადმინისტრაციულ ხაზზე დააყენეს რკინის ბოძები, ხოლო დღეს ცხაურის ე.წ სეტკის გაკვრა დაიწყეს. ვითარება კონტროლს ექვემდებარება… უბრალოდ ხალხისა და ჟურნალისტების დაშვება ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ხდება”. 

Ატოცში ჩასული არიან აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებსაც უკვე მიეცათ შესაძლებლობა მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც საოკუპაციო ძალები 19 ოქტომბერს უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი