“სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში სოციალური საწარმოები: „დავითიანნი“, „იკორთა“ , „ბაბალე“, „ფარშევანგი“, „თანადგომა“, „რეას ციყვები“, ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“, “კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, “ტრადიციული მოდის სახლი“ სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს მომხმარებლებს.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
