ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან

6 აპრილი, 2015 • • 1071
სააკაშვილს ბაქოში ელოდებიან

haqqin.az  -ის ინფორმაციით, სააკაშვილი “ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა” და მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ ღია საზოგადოებათა მესამე გლობალურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობას მსოფლიოს 55 ქვეყნის ის 200-მდე სახელმწიფოს ლიდერი და წარმომადგენელი მიიღებს, ვინც “ნიზამი განჯელის საერთაშორისო” ცენტრის წევრია.  

 

ფორუმზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან, ასევე,  ლატვის ექს-პრეზიდენტი ვაირა ვიკე ფრეიბერგა, სერბიის ექსპრეზინდენტი – ბორის ტადიჩი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო და ა.შ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი