ახალი ამბები

“დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” – თადუმაძე

18 ოქტომბერი, 2019 •
“დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” – თადუმაძე

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალურმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” – ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”, – მიმართა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას “ნაციონალური მოძრაობის წევრმა” რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ დაწერა “დიდოსტატის მარჯვენა”, რაზეც მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არ იცის. მოგვიანებით მან თქვა, რომ იხუმრა.

ამ თემაზე:

თადუმაძის თქმით, “დიდოსტატის მარჯვენაზე” იხუმრა

მასალების გადაბეჭდვის წესი