ახალი ამბები

თადუმაძის თქმით, “დიდოსტატის მარჯვენაზე” იხუმრა

9 ოქტომბერი, 2019 • 1456
თადუმაძის თქმით, “დიდოსტატის მარჯვენაზე” იხუმრა

თადუმაძის თქმით, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, როდესაც დეპუტატმა მას ჰკითხა, იცოდა თუ არა, ვინ არის “დიდოსტატის მარჯვენის” ავტორი, ხუმრობით უპასუხა, რომ არ იცის:

“ვციტირებ თქვენს სიტყვებს  – “როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოჰკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს”. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა? ვის მოჰკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის უნდა მოჰყვეთონ ახლა?” – იკითხა გოცირიძემ.

თადუმაძის თქმით, ეს რეპლიკა სასამართლო პროცესზე გააკეთა და გულისხმობდა პირს, რომელსაც იცავდა. ჯალათი კი მოსამართლეს უწოდა, რომელიც საქმეს განიხილავდა.

რაც შეეხება დამაზუსტებელ შეკითხვას,  გენპროკურორს დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ დაუსვა. ოდიშარიას თქმით, მთელი დღის განმავლობაში დეპუტატები თადუმაძის პასუხებს სერიოზულად იღებდნენ და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იფიქრა, რომ თადუმაძემ კითხვას სერიოზულად არ გასცა პასუხი, ამ ნაწარმოებს ეხებოდა, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც დაეთანხმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი