პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შატილში 17 ოქტომბერს დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება.
გახარიას თანახმად, ახალი სკოლის აშენებამდე მოსწავლეები სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ და სასწავლო პროცესი არ შეფერხდება.
პრემიერის თქმით, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში სულ 8 ბავშვი სწავლობდა.