ახალი ამბები

შსს-მ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო გაავრცელა

5 აპრილი, 2015 •
შსს-მ პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის ფოტო გაავრცელა

შსს-ს განცხადებით, შალვა აბულაძე არის შეიარაღებული და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე. პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

 

შსს მინიტრის მოადგილე ლევან იზორიას თქმით, შალვა აბულაძე არის ასევე ბორჯომში პოლიციელებზე თავდასხმასა და ერთი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული.

 

შალვა აბულაძე, ბორჯომი TV-ს მიხედვით, აქციის წერთ-ერთი ორგანიზატორია, სადაც ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბორჯომის ჩამოსხმის ლიცენზიის მინიჭებას ითხოვდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსა.

 

ბექა მარგიშვილი გუშინ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გაფრინდაშვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სავარაუდო თავდამსხმელის მოსაძებნად პოლიცია სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შალვა აბულაძე
შალვა აბულაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი